ბეჭდური სახით გამოიცა (250 ცალი) სახელმძღვანელო “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში” ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის “კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ევროკავშირში: გამოცდილება საქართველოსთვის“ (101083295-CSREUERASMUS-JMO-2022-HEI-TCH-RSCH) ფარგლებში. 2024 წლის 21 მარტს ავტორმა წიგნი წარუდგინა სსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების პროფესორებს. სახელმძღვანელოს განხილვას ესწრებოდნენ სსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოც. პროფესორი რომეო გალდავა, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ასოც. პროფესორი მარინე ხუბუა, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფესორი ირმა დიხამინჯია, ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფ. კახი კოპალიანი და მთავარი სპეციალისტი, ასოც. პროფესორი ნინო ქეცბაია, პროფესორები გიორგი ბერულავა და ზურაბ ლიპარტია, ასოც. პროფესორები რუსუდან პაპასკირი და კობა ბასილაია. დამსწრე საზოგადოებამ მიულოცა პროფესორ ლარისა თაკალანძეს წიგნის გამოცემა და განიხილა მისი მნიშვნელობა სტუდენტებისათვის, პედაგოგებისა და მეცნიერ-მკვლევარებისათვის, ასევე სამეწარმეო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის (CSR მენეჯერებისთვის).