news

სემინარი თემაზე ,,მეცნიერებისა და ინოვაციების მართვა“

2024 წლის 24 აპრილს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან ჩატარდა სემინარი თემაზე ,,მეცნიერებისა და ინოვაციების მართვა“. სემინარს უძღვებოდა პოლონეთის ბიზნეს ცენტრების ასოციაციის, პოლონეთის კვლევებისა და ინოვაციების ცენტრის Pro-Akademia-ს ექსპერტი, ლოძის უნივერსიტეტის პროფესორი დარიუშ დრძმიელაკი. სემინარის მიზანს წარმოადგენდა სწავლების პროცესში მეცნიერებისა და ინოვაციების მართვის აქტუალური საკითხების განხილვა. წარმოდგენილ იქნა მოწინავე მიდგომები სწავლების პროცესში ინოვაციური იდეების განვითარების შესაძლებლობებზე. სემინარი დასრულდა სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში.

Photo gallery