2024
წლის 31 მაისს, 14:00 საათზე სსიპ
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის
სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ხათუნა ნიშნიანიძე ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად
დაიცავს დისერტაციას თემაზე: „დროისა და სივრცის მხატვრული აღქმა დავით გურამიშვილის
შემოქმედებაში“ (სადოქტორო პროგრამა: თანამედროვე ქართული ლიტერატურა
და ლიტერატურის თეორია).
სამეცნიერო
ხელმძღვანელები: ნესტან სულავა - ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორი, სსიპ ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და
მირანდა თოდუა – ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი;
ექსპერტები: ივანე
ამირხანაშვილი -
ფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის
სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი და მარიამ მირესაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
მაკა ელბაქიძე - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და გოჩა კუჭუხიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა
დოქტორი,
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
დისერტაციისა
და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
დისერტაციის
დაცვა შედგება მისამართზე: ანა
პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი.