2024
წლის 28 ივნისს, 14:00 საათზე სსიპ
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის
სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი ილქიზ შენელ უზუნქაია ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად
დაიცავს დისერტაციას თემაზე: „ზნეობრივი ფასეულობების გამომხატველი ლექსიკა
ქართულ და თურქულ ენებში (ორჰან ფამუქის ქართული თარგმანების მიხედვით)“ (სადოქტორო პროგრამა: ქართველური ენათმეცნიერება).
სამეცნიერო
ხელმძღვანელები: მერაბ
ნაჭყებია – ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორი და მაია მესხიძე - ფილოლოგიის დოქტორი, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი (თურქეთი).
ექსპერტები: მაკა
სალია -
ფილოლოგიის დოქტორი, ყარსის კავკასიის
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (თურქეთი) და ნინო მაშია - ფილოლოგიის დოქტორი, სსიპ
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
მეჰმედ
ნადირ აჯეთ - ფილოლოგიის დოქტორი, ყარსის კავკასიის
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (თურქეთი) და
მანანა ტაბიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი.
დისერტაციისა
და დისერტაციის მაცნის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში.
დისერტაციის
დაცვა შედგება მისამართზე: ანა
პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი.