სიახლეები

ევროკავშირის პროექტის  PeaceEdu - ს  სასწავლო შეხვედრა ინსბრუკის უნივერსიტეტში

2024 წლის 26-28 ივნისს ინსბრუკის უნივერსიტეტში (ავსტრია) პროგრამის ERASMUS-EDU-2023-CBHE ფარგლებში გაიმართა პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში“ (Curriculum Reform to Promote Education for Peace in Ukraine, Georgia and Moldova (PeaceEdu) სასწავლო  შეხვვედრა. სამდღიანი შეხვედრის მიზანი იყო პროექტის მონაწილე საქართველოს, უკ­რა­ინისა და მოლდოვას წარმომადგენლების გუნდებს ტრენინგების ფარგლებში შეესწავლათ ევროპული გამოცდილება სამშვიდობო განათლების მიმართულებით, როგორც მასწავ­ლე­ბე­ლ­თა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე ზოგადი საუნი­ვე­რ­სი­ტეტო სასწავ­ლო კომპონენტისთვის.  გარდა ამისა, აღნიშნული ქვეყნების დელეგატებმა წარმოადგინეს ყო­ვ­ლისმომცველი ანგარიშები სამშვიდობო განათლების მიმდინარე მდგომარეობის შესა­ხებ, საჭიროებების დეტალურ ანალიზთან ერთად როგორც ეროვნულ, ასევე ინსტიტუციურ დონეზე. წარდგენილმა პრეზენტაციებმა აჩვენა ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას პრო­ექტის მონაწილე ქვეყნების საუნივერსიტეტო კურიკულუმები, განსაკუთრებით მასწავ­ლე­ბე­ლთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები.

პროექტის მონაწილე პარტნიორებმა ავსტრიიდან, ფინეთიდან და გერმანიიდან სა­ქა­რ­თველოს, უკრაინისა და მოლდოვის  გუნდებს სასწავლო ტრენინგების დროს შესთავაზეს ღირებული პერსპექტივები სამშვიდობო განათლების ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემებში ინტეგრირების შესახებ. შემუშავდა სამშვიდობო განათლების კონცეპტუალური ჩარჩო, რომელიც მორგებულია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის სპეციფიკურ საჭიროებებზე. დისკუსიების დროს იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლამ ხაზი გაუსვა სამშვიდობო განათლების ერთიანი მიდგომის მნიშვნელობას, მის როლს მომავალ თაობებს შორის მშვიდობისა და ურთიერთგაგების კულტურის ხელშეწყობაში.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა გამოხატეს მხარდაჭერა სამშვიდობო განათლების განვითარებისა და მისი გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფის მიმართ თავიანთ ქვეყნებში.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ინსბრუკის სასწავლო შეხვედრასა და ტრე­ნი­ნგებში  მონაწილეო­ბ­დნენ  PeaceEdu -ს პროექტის წევრები: ასოც. პროფ. თამარ ფხა­ლა­ძე, ასისტენტი ლევან კვარაცხელია და დოქ­ტო­რა­ნ­ტი ია მუ­რ­ღუ­ლია.   

ფოტო გალერეა