სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მეცნიერთა სახელი დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს. მრავალი
მათგანი სხვადასხვა უცხოური სამეცნიერო საზოგადოების, რედკოლეგიის, აკადემიის წევრია.
2024 წ. 2 სექტემბერს
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების საერთაშორისო
აკადემიისგან ეცნობა, რომ 2024 წ. 31 აგვისტოს ზემოხსენებულმა ინსტიტუციამ სსუ-ის რექტორი,
პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ხონელიძე აირჩია ნამდვილ წევრად,
აკადემიკოსად, ხოლო და ბიზნესისა და სოციალურ მიმართულებათა ფაკულტეტის ასოცირებული
პროფესორი, ისტორიის დოქტორი გურამ მარხულია კი – წევრ-კორესპონდენტად და მათ წევრობის
დამადასტურებელი დიპლომი და სამკერდე ნიშანი გადაეცათ.
ვულოცავთ ბატონ
ზურაბს, ბატონ გურამსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამ მორიგ აღიარებას.