სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა
ფაკულტეტის ასოცირებულმა
პროფესორმა და
აკადემიური საბჭოს წევრმა გელა ცაავამ მონაწილეობა მიიღო მიმდინარე წლის 17-19
სექტემბერს დაგეგმილ კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე
(CAH), რომელიც ორგანიზებული იყო კალიარისა (იტალიის რეპუბლიკა)
და პორტსმუთის უნივერსიტეტების
(დიდი ბრიტანეთი) მიერ.
ზემოაღნიშნული
კონფერენცია მოიცავდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის თემის აქტუალიზაციას
- არქეოლოგიური, ისტორიული და თანამედროვე მემკვიდრეობის მრავალფეროვნების გათვალისწინებით.
კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა 150-ზე მეტი მოხსენება, მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს
160-მდე მონაწილის მიერ.
საერთაშორისო
კონფერენციის დაწყებისას მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს იტალიის რესპუბლიკისა და
დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტების სამეცნიერო საზოგადოების წევრებმა, პროფესორებმა,
რომლებმაც აქცენტები გააკეთეს საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობასა და
მის აუცილებლობაზე.
ასოცირებულმა
პროფესორმა გელა
ცაავამ ზემოაღნიშნულ კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება, სახელწოდებით ,,საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული
კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია და დაცვა - სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების
როლები’’, სადაც აქცენტები გაკეთებულ
იქნა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის
მხრივ არსებული სირთულეების (გამოწვევების) შესახებ. ამასთანავე, აღინიშნა, რომ საქართველოს
ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი (20%) უკვე რამდენიმე ათეული წელია ოკუპირებულია რუსეთის
ფედერაციის მიერ.
საერთაშორისო
კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა ხედვა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული,
განადგურების საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული შენობების მდგომარეობა დროულ ყურადღებას
მოითხოვს და საკითხი დაუყოვნებლივ უნდა დადგეს დღის წესრიგში ყველა საერთაშორისო ტრიბუნის
გამოყენებით.
ვფიქრობთ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური
პერსონალის მხრიდან მსგავსი სახის სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია
გამოცდილების გაზიარებისა და უცხოელ კოლეგებთან სამომავლო კავშირების განმტკიცების
თვალსაზრისით.