სიახლეები

UNI4VERSE - საუნივერსიტეტო კონკურსი მწვანე ტექნოლოგიებში

გაცნობებთ, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველ საუნივერსიტეტო კონკურსში - UNI4VERSE, რომლის სამუშაო თემატიკა წელს არის მწვანე ტექნოლოგიები. 

10 ოქტომბერს (ხუთშაბათი) 12 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელი წაიკითხავს ,,მწვანე ეკონომიკასთან" დაკავშირებით ღია ლექციას. ასევე სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ ჩაერთონ ამ მაშტაბურ საუნივერსიტეტო კონკურსში.

გთხოვთ, დაესწროთ ღია ლექციას და აქტიური მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ პროექტში

კონკურსის წესები და პირობები იხ. აქ

ფოტო გალერეა