news

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვიზიტი

2024 წლის 8 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტს ეწვია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლობითი დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის უფროსი - ვენერა მეტრეველი, გარემოსდაცვითი განათლების ცენტრის უფროსის მოადგილე - ეკატერინე ბენდელიანი, გარემოსდაცვითი შეფასების და განათლების ცენტრის სპეციალისტი - ნანა დვალი. დამსწრე აუდიტორიას მიესალმა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი კობა კორსანტია. შეხვედრას ესწრებოდნენ ფაკულტეტის გეოგრაფიის, ეკოლოგიისა და ბიოლოგიის მიმართულებების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

აღნიშნული შეხვედრის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო დარგების სტუდენტებისათვის (ბაკალავრიატი და მაგისტრატურა) გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტის საქმიანობის გაცნობა, აღნიშნულ ორგანიზაციაში ფაკულტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების გზებისა და შემდგომი პერსპექტივების შესახებ (მომხსენებელი: ქალბატონი ვენერა მეტრეველი), მაგისტრატურის სტუდენტებისათვის „მწვანე სტიპენდიანტების“ შესახებ მოხსენების პრეზენტაცია (მომხსენებელი: ქალბატონი ეკატერინე ბენდელიანი). სიტყვით გამოვიდნენ გეოგრაფიის მიმართულების პროფესორი მელორ ალფენიძე, ეკოლოგიის მიმართულების პროფესორი გულნარა ქარჩავა, ასოცირებული პროფესორები: მერაბ გონგაძე, ეკატერინე ესებუა, მოწვეული პროფესორი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, გარემოს დაცვის სააგენტოს კლიმატოლოგიის განყოფილების უფროსი ლიანა ქართველიშვილი. გაიმართა საინტერესო დისკუსია, დაისვა შეკითხვები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან, რომლებზეც დელეგაციის წევრებმა ამომწურავად უპასუხეს. შემდგომი თანამშრომლობის მიზნიდ დაიგეგმა შეხვედრები ონლაინ პლატფორმით. უახლოესი ასეთი შეხვედრა ჩაინიშნა ა/წ 17 ოქტომბერს. სოხუმის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი მადლობას უხდის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინტერესო და შინაარსიანი ღონისძიების ორგანიზებისათვის. 

Photo gallery