სიახლეები

UNI4VERSE-ის შიდასაუნივერსიტეტო კონკურსი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2024 წლის 25 ნოემბერს UNI4VERSE-ის პროექტის ფარგლებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი. ჩვენმა სტუდენტებმა წარმოადგინეს საპროექტო იდეები მწვანე ეკონომიკისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

 

ერთმანეთს 4 გუნდი შეერკინა:

 

1) ანი კიკილაშვილი,

ლუკა წურწუმია,

გოგა ბერიძე,

თამარ კიკვაძე,

(მენტორი – ლევანი კიკილაშვილი).

 

2) მარიამ გიგაური,

კესო კიკნაველიძე,

დემეტრე ადამია,

ლევანი შავერდაშვილი
(მენტორი – ეკონომიკის დოქტორი მაია ბენია).

 

3) დათა ჭედია,

სალომე ხუნჯგურუა,

რომა ბებიაშვილი,

საბა ხაბურზანია,

(მენტორი – დოქტორანტი რუსუდან მარკოზაშვილი).

 

4) გაბრიელ ქისტაური,

მარიშა გოგოლაძე,

ლევან სამხარაძე,

მარიამ ღლონტი
(მენტორი – დოქტორანტი ლევანი კიკილაშვილი).

 

სტუმრებსა და მონაწილეებს მიესალმნენ სსუ კანცლერი, პროფესორი დავით ჯალაღონია და ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ირმა დიხამინჯია. მათ მონაწილეებს რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის სურვილები გადასცეს და თავადაც ახალგაზრდებს წარმატებები უსურვეს. აღინიშნა ამგვარი პროექტების დიდი მნიშვნელობა სტუდენტების ინიციატივების წარმოსაჩენად და მათი სამეცნიერო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოსავლენად.

 

ჟიური, რომელიც წარმოდგენილი იყო ორგანიზატორი და თანამონაწილე ინსტიტუციების წარმომადგენლებით (საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციციაციის (GREDA) იურისტი ლევან კოკაია; საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკების დეპარტამენტის უფროსი გიორგი კეჟერაშვილი; სსუ ასოცირებული პროფესორი დევი შონია) გამარჯვებულად მენტორ მაია ბენიას გუნდი დასახელდა.

 

კონკურსის მუშაობა შეაჯამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ.

 

მონაწილეებს პრიზები და საჩუქრები გადაეცათ. კომპანია „ვაუჩის“ 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები რჩეულ გუნდს გადასცა კომპანიამ Lisi Logistics inc-მა; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ყველა გუნდს საჩუქრად გადასცა „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერები; SS International Edu for Georgia-ს დირექტორმა სოფიკო ქვარცხავამ „მწვანე ეკონიმიკის“ თემატიკაში საინტერესო იდეის ავტორ გუნდს სერტიფიკატი და საჩუქრები გადასცა.

 

გამარჯვებულმა გუნდმა ასევე მიიღო სპეციალური მედლები.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებული საუნივერსიტეტო კონკურს UNI4VERSE-ში, ტექნოლოგიების და ინოვაციების მიმართულებით სტარტაპების შექმნაში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებიან პირველობისთვის.

 

პროექტის კონტრაქტორია ინოვაციური განათლების ფონდი.

პროექტის თემატური ფოკუსია: მწვანე ეკონომიკა, განახლებადი რესურსები და მწვანე ტექნოლოგიები.

 

პროექტი 3 ფაზადაა დაყოფილი:

მწვანე ეკონომიკის მიმართულებით საჭიროებების კვლევა; უნივერსიტეტებში შიდა იდეების კონკურსი და ფინალის მონაწილე გამარჯვებული გუნდის გამოვლენა; ფინალისტი გუნდების ინტენსიური ტრენინგი და მენტორშიპი.

 

ფინალურ ეტაპზე გასულ ჩვენს გამარჯვებულ გუნდს ახალ წარმატებებს ვუსურვებთ.

ფოტო გალერეა