სიახლეები

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად ლუკა თარაშ ზედანია აირჩიეს. 12 დეკემბერს გაიმართა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები, სადაც დელეგატები აირჩიეს ხუთივე ფაკულტეტიდან, ჯამში 72 სტუდენტი. 18 დეკემბერს გაიმართა მეცხრე მოწვევის სტუდენტური თვითმმართელობის ახლადარჩეული დელეგატების პირველი სხდომა, სადაც დელეგატებმა სცნეს თავიანთი უფლებამოსილება, შემდეგ კი აირჩიეს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი. მეცხრე მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტად არჩეულ იქნა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ლუკა თარაშ ზედანია. ახლადარჩეულ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს შეხვდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, რომელმაც სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს მიულოცა არჩევა, ისაუბრა მათ როლზე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და წარმატებები უსურვა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ჯალაღონია და ხუთივე ფაკულტეტის დეკანი. სტუდენტური თვითმმართველობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტი და 4 ფაკულტეტის თავჯდომარე. ვიცე-პრეზიდენტი გახდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი გაბრიელ ქისტაური.

1. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თვითმმართველობის თავჯდომარე - საბა ფოცხვერაშვილი; 2. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის თვითმმართველობის თამჯდომარე - ნათია კიკნაძე; 3. ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარე - მარიშა გოგოლაძე; 4. განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე - ანი კაკაჩია.

ფოტო გალერეა