news

იწყება 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენისა და შიდა მობილობის პროცესი

1. სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2025 წლის 27 იანვრიდან 18 თებერვლის ჩათვლით ყოველდღე 10-დან 17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) მისამართი: ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა #61; ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა #26 შესაბამის ფაკულტეტებზე;

2.     სტუდენტების აღდგენის/შიდა მობილობით ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცემა არა უგვიანეს 24 თებერვლისა;

3.  აღდგენა/შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან და სემესტრული გადასახადის ფარგლებში გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2025 წლის 18 თებერვლის ჩათვლით.

Photo gallery