news

ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების დელეგაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2025 წლის 7 თებერვალს, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების დელეგაციას უმასპინძლა.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორები: ამნა ადნანი, OXFORD CENTRE FOR LEADERSHIP პროგრამის კოორდინატორი, (USIP) მშვიდობის ინსტიტუტი, USA პროექტის მენეჯერი; ადნან რაფიქი, OXFORD CENTRE FOR LEADERSHIP ხელმძღვანელი, UNDP და UN WOMEN მრჩეველი ახალგაზრდებისა და გენდერული გაძლიერების საკითხებში; ლეო ბუკლეი, OXFORD STUDENTS UNION წევრი და კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი რაფიულაჰ კაკარი, ლონდონის COMMONWEALTH-ის სამდივნოს წარმომადგენელი. შეხვედრის ორგანიზატორი კი სსუ-ის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი სოფიო ქვარცხავა ბრძანდებოდა.

შეხვედრაზე, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ სტუმრებს გააცნო უნივერსიტეტის ისტორია, ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსაკუთრებული როლის შესახებ კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, უნივერსიტეტის ახალი მისიისა და საუნივერსიტეტო დიპლომატიისსაერთაშორისო ურთიერთობებისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხში ახალი ხედვის შესახებ, ამ მიმართულებით ჩატარებულ კვლევებსა და ღონისძიებებზე.

სტუმრები დიდი ინტერესით გაეცნენ საერთაშორისო დიპლომატიაში ამ ახალ ხედვას და სრულად გაიზიარეს პროფესორ ზურაბ ხონელიძის ინიციატივა. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ სსუ- რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ნაშრომს, აუცილებლად უნდა გაეცნოს მსოფლიო საზოგადოება და რექტორი კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში მიიწვიეს, სადაც მონოგრაფიისმშვიდობის ქართული პარადიგმა“- პრეზენტაცია გაიმართება, პარალელურ რეჟიმში კი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, ამავე უნივერსიტეტებში, წაიკითხავს საჯარო ლექციებს საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ.

Photo gallery