2025 წლის 10 თებერვალს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
შედგა შეხვედრა ჟან მონეს მოდულის EUPEACE ფარგლებში,
სადაც განხილულ იქნა ახალი სასწავლო კურსი „მშვიდობის ქართული პარადიგმა და მშვიდობის
მშენებლობა ევროკავშირში“. სამუშაო გუნდის წევრებმა პროფ. ზურაბ
ხონელიძემ (პროექტის აკადემიური ლიდერი) და სამშვიდობო განათლების ცენტრის
დირექტორმა ლევან გერაძემ (პროექტის ადმინისტრაციული პერსონალი) განიხილეს ახალი
სილაბუსის მიზანი, შინაარსი და სწავლების მეთოდები.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი
საბჭოს სპიკერი, ასოც. პროფესორი ნინო თოფურიძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,
პროფესორი დავით ჯალაღონია, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ასოც.
პროფესორი რომეო გალდავა, ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ასოც. პროფესორი მარინე
ხუბუა, ენების ცენტრის უფროსი ასოც. პროფესორი მაია დარასელია, უნივერსიტეტის სამეცნიერო
კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები და სტუდენტები. შეხვედრაზე
ასევე დეტალურად განიხილეს ახალი სილაბუსის შესაბამისობა აკრედიტაციის სტანდარტებთან
(იხ. სილაბუსი).
ჟან მონეს მოდულის EUPEACE სამუშაო
გუნდის წევრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ასევე სსუ აკადემიური საბჭოს N05/01-239
(31.01.2025) დადგენილება, რომლის თანახმად, ახალი სასწავლო კურსი ჩართულია პოლიტიკის
მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამაში სავალდებულო, ხოლო უნივერსიტეტის სხვა დანარჩენი
პროგრამების სტუდენტებისთვის არჩევით საგნად (აკრედიტაციის სტანდარტების მოთხოვნების
გათვალისწინებით)(იხ. დადგენილება).