news

მსოფლიოს ქურთული დიასპორების გაერთიანების დელეგაციის სტუმრობა

მსოფლიოს ქურთული დიასპორების გაერთიანების დელეგაციის სტუმრობა 

2025 წლის 7 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია მსოფლიო ქურთული დიასპორის დელეგაცია, მსოფლიოს ქურთული დიასპორების გაერთიანების თავმჯდომარის, შიფა ბარზანის ხელმძღვანელობით.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ სტუმრებს უნივერსიტეტის ისტორია და მისი გამორჩეული, განსაკუთრებული მისია გააცნო.

დელეგაციის ხელმძღვანელი, ბატონი შ. ბარზანი დაინტერესდა საუნივერსიტეტო დიპლომატიის იდეით, მნიშვნელობით, კონფლიქტურ ვითარებაში მისი იმპლემენტაციის შესაძლებლობებით, რაზეც სსუ რექტორისგან ამომწურავი პასუხი მიიღო და სტუმრებ მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ უსახსოვრა.

ბატონ შ. ბარზანის თქმით, „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ მნიშვნელოვან პერსპექტივებს ხსნის საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებისა და სტაბილური გეოპოლიტიკური გარემოს შექმნის თვალსაზრისით. სტუმარმა აღნიშნა, რომ ის ამ ინფორმაციას მიაწვდის ერაყელ პოლიტიკოსებსა და ადგილობრივ სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუტებს.

შეხვედრაზე დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობა აკადემიურ სფეროში.

Photo gallery