2025 წლის 12 აპრილს, ქ. ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“.
ლექციის ფარგლებში რექტორმა ყურადღება გაამახვილა „საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ მნიშვნელობაზე, რომელიც მშვიდობის ქართული პარადიგმის განუყოფელი ნაწილია და კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებასა და სტაბილურობის პერსპექტივას მოიცავს.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ თავის მისიად აღიარა. ამ თვალსაზრისით, უნივერსიტეტმა შეიძინა განსაკუთრებული დატვირთვა - „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ მას შესაძლებლობას აძლევს, ხიდის როლი შეასრულოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან კონფლიქტების დარეგულირების საკითხში.
საჯარო ლექციამ მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. აუდიტორიაში არაერთი საინტერესო კითხვა დაისვა. დასასრულს, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მსმენელებს საკუთარი მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ უსახსოვრა.
მარიამ იოსავა
სსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი.