საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-16 ნაკადს. ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტების, აკადემიური მოსწრება უნდა იყოს GPA-ს გამოთვლის წესის მიხედვით მინიმუმ 3.0 ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B (81-90%) ძალიან კარგი);აგრეთვე, იმ პირთა მონაცემები, რომლებმაც დაასრულეს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით, მათ მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ უნდა იყოს 2 წელიწადზე მეტი. სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, სტაჟიორობის კანდიდატმა განაცხადებით მიმართოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა პრაქტიკისა და კარიერის სამსახურს 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით.