news

სოხუმის   სახელმწიფო  უნივერსიტეტში 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე და ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების  რეგისტრაციის ვადები

სოხუმის   სახელმწიფო  უნივერსიტეტი 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე და ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავის უფლებამოპოვებულ აბიტურიენტების  რეგისტრაციის ვადები:

 

1.      სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხვის მიზნით საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე და ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებამოპოვებულ აბიტურიენტი ვალდებულია:

·          2022 წლის 5 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული საფასურის სრულად გადახდას. აბიტურიენტს თანხის გადახდა შეუძლია ნებისმიერ ბანკში:

საბანკო რეკვიზიტებისოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმღების ბანკი:  სახელმწიფო ხაზინა

მიმღების დასახელებახაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22

მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 7 0904 7289

·          წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1.  
პირადობის მოწმობა (ასლი);
2.  
წვევამდელის მოწმობა (ასლივაჟებისათვის;
3.  
საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ნოტარიალურად დამოწმებული ატესტატის ასლი);
4.  
თანხის გადახდის ქვითარი (ასლი);
5.  
სამი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.

დოკუმენტების მიღება იწარმოებს ყოველდღე 1100 საათიდან 1700 საათამდე (შაბათ–კვირის გარდა) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების შესაბამის ფაკულტეტებზე (საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა,  მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მისამართი: თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №26;   ბიზნესისა  და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტი, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მისამართი: ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა № 61).

2.   აბიტურიენტი, რომელიც დადგენილ ვადაში არ გაივლის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას, კარგავს ეროვნული გამოცდებით მოპოვებულ სწავლის უფლებას.

შენიშვნა: აბიტურიენტები, რომლებიც ელექტრონულად გაივლიან რეგისტრაციას, ვალდებულნი არიან 15 სექტემბრის ჩათვლით წარმოადგინონ საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ნოტარიალურად დამოწმებული ატესტატის ასლი).

Photo gallery