news

კახაბერ შამათავას დისერტაციის დაცვა

2024 წლის 28 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამის „მყარი სხეულების ფიზიკა“ დოქტორანტმა კახაბერ შამათავამ დაიცვა დისერტაცია თემაზე „ინდენტირებით ინდუცირებული სტრუქტურულ-ფაზური გარდაქმნები მონოკრისტალურ Si-სა და Si+2ატ%Ge შენადნობში“.

სამეცნიერო ხელმძღვანელები:

გიორგი დარსაველიძე - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 

+ ვლადიმერ კირცხალია - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;

ავთადილ სიჭინავა - საინჟირო ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 

ექსპერტები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ატომისა და ატომბირთვის ფიზიკის კათედრის ასისტენტ-პროფესორი მალხაზ გოჩიტაშვილი და სოხუმის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი გიორგი ჩუბინიძე.

სადისერტაციო ნაშრომის ოფიციალურმა რეცენზენტებმა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა, სსიპ ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ოთარ ცაგარეიშვილმა და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა, სტუს სრულმა პროფესორმა, სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა დავით ჯიშიაშვილმა მაღალი შეფასება მისცეს კახაბერ შამათავას სადისერტაციო ნაშრომს.

დისერტაციის შესახებ აზრი გამოთქვეს სადისერტაციო საბჭოს წევრებმა: პროფესორმა ვარადებული წურწუმიამ, ასოცირებულმა პროფესორებმა ნესტან კეკელიამ, რომეო გალდავამ, ნინო თოფურიძემ.

სამეცნიერო დისკუსიისა და კენჭისყრის შედეგად კახაბერი შამათავას მიენიჭა ფიზიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

Photo gallery