news

რეგისტრაცია მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაზე

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მას­წავლებლის მომზადების  (ერთწლიან) საგანმანათლე­­ლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება  2024 წლის 24 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით.

 

კურსდამთავრებულზე გაიცემა მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი, რომელიც ადა­ს­ტუ­რებს კურსდამთავრებულის სამასწავლებლო კვალიფიკაციას და  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე მასწავლებლის უფლებას არჩეული დარგის შესაბამისად.

 

       სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, 2024-2025 სასწავლო წლისთვის, მასწავლებლის მომზა­დე­ბის დამოუკიდებელ (ერთწლიან) საგანმანათლებლო პროგრამაზე   სტუდენტთა მიღება განხორ­ცი­ე­ლ­დე­ბა შემდეგ მოდულებზე:

 

ü  ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)

ü  ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური)

ü  ინგლისური ენა (დაწყებითი,  საბაზო და საშუალო საფეხური)

ü  გერმანული ენა (დაწყებითი,  საბაზო და საშუალო საფეხური)

ü  ფრანგული ენა (დაწყებითი,  საბაზო და საშუალო საფეხური)

ü  რუსული ენა (დაწყებითი,  საბაზო და საშუალო საფეხური)

ü  ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური)

ü  ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური)

ü  ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)

ü  გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური)

ü  მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური)

ü  ინფორმატიკა (დაწყებითი,  საბაზო და საშუალო საფეხური)

 

კონკურსანტი უნდა დარეგისტრირდეს ელექტრონულად   და ატვირთოს საჭირო დოკუმენტაცია.

სარეგისტრაციო ბმული იხილეთ აქ:

https://docs.google.com/forms/d/1G2jKkb0xQnNGxZq_NNxMzUyjcpVR7dd5iZOd_TwRof4/edit

 

თუ ონლაინ ვერ დარეგისტრირდით, შეგიძლიათ  შესაბამისი დოკუმენტაცია, 2 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით, სსუ-ს პირველ კორპუსში შემდეგ მისამართზე წარმოადგინოთ, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 61, ოთახი №504.

 

რეგისტრაციის საჭირო დოკუმენტები:

ü  პირადობის მოწმობა (ასლი);

ü  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი (ნოტარიულად დამოწმებული);

უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

ü  პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).

2 ფოტოსურათი 3X4;

ü  ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით (ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტიდან (NAEC).

ü  წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის.

 

მიღების პირობები:

1.       საკონკურსო გამოცდა ჩატარდება 10  სექტემბერს  12.00  საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერ­სი­ტეტის საგამოცდო ცენტრში. გამოცდის ხანგრძლივობა 90 წუთი. ანა პოლიტსკოვსკაის #26.

2.       საკონკურსო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 2024 წლის 16   სექტემბერს.

3.       სააპელაციო განცხადების მიღება მოხდება ამა წლის  17 სექტემბერს.  ელ. ფოსტა: ects@sou.edu.ge

4.       სააპელაციო კომისიის მუშაობა 18 სექტემბერს.

5.       საბოლოო შედეგების გამოცხადება 19 სექტემბერს.

6.       ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 20, 23 სექტემბერი

 

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები შიდა  საუნივერსიტეტო გა­მო­ცდა (საკონკურსო გამოცდა) გულისხმობს თავისუფალი ესეს დაწერას. თავისუფალი ესეს წერის პროცესში აპლიკანტმა უნდა  გამოავლინოს:

ü  ზოგად განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმირებულობა, მოტივაცია;

ü  პრობლემის გადაჭრისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.

7.       მისაღები გამოცდა შეფასდება მაქსიმუმ 60 ქულით;

მისაღები გამოცდის კომპეტენციის მინიმალურ ზღვრად განისაზღვრა 30 ქულა. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი დააგროვებს 30 ქულაზე ნაკლებს ის გამოირიცხება რეიტინგული სიიდან.

 

 

თავისუფალი ესეს  შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

ü  ზოგად განათლებაში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმირებულობა და მზაობა მათ განსახორციელებლად - 20 ქულა

ü  მოტივაცია - 20 ქულა ქულა

ü  არგუმენტირებული მსჯელობის და დასკვნის უნარი - 20 ქულა

სულ  - 60 ქულა

 

პროგრამისთვის გამოყოფილი კვოტების რაოდენობა (50 უფასო ადგილი) , რომელიც ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით.

 

შესაბამისი საგნის მოდული შედგება მინიმუმ ორი აპლიკანტის ჩარიცხვის შემთხვევაში.

 

საკონტაქტო პირები:

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ:

ü  ლია ახალაძე

ასოც. პროფ.  პროგრამის ხელმძღვანელი

მობ. ტელ.: +995 558 577170723

 

ü  თამარ შინჯიაშვილი

ასოც. პროფ. განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი

მობ. ტელ. 577963888

Photo gallery