news

პირველი საუნივერსიტეტო კონკურსი UNI4VERSE

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველ საუნივერსიტეტო კონკურსში UNI4VERSE, რომლის სამუშაო თემატიკად წელს „მწვანე ტექნოლოგიებია“ შერჩეული.

2024 წლის 10 ოქტომბერს ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები – მერაბ ლაბაძე, იოსებ ბერიკაშვილი და მარიამ ვარდიძე, რომლებმაც წაიკითხეს ლექცია „მწვანე ეკონომიკასთან“ დაკავშირებით.

სტუდენტებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია, როგორ ჩაერთონ ამ მასშტაბურ საუნივერსიტეტო კონკურსში. 

Photo gallery