news

სკოლის მოსწავლეები სტუმრად  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს  მჭიდრო სამეცნიერო და პრაქტიკული ურთიერ­თო­ბები აქვს  საქართველოს სხვადასხვა კუთხის საჯარო სკოლებთან. საერთაშორისო საგანმა­ნა­თ­ლე­ბლო პროექტების განხორციელების პროცესში (ტრენინგები,  რეგიონებში საკლასო და­კ­ვი­რვება, მოსწავლეთა კლასგარეშე აქტივობების განხორციელება და ა.შ.) ეს ურთიერთობები გა­ფა­რთოვდა და განვითარების ახალ ეტაპზე ავიდა. უნივერსიტეტისთვის ასევე პრიორიტეტულია საქართველოს სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აფხაზეთის ისტორიის, კულ­ტუ­რის ძეგლების, ეთნოგრაფიის, აფხაზეთის ომის საკითხებთან დაკავშირებით. ამ მხრივ, აკა­დე­მიური პერსონალი აქტიურადაა  ჩართული საჯარო ლექციების, სემინარებისა და ვორ­ქ­შო­პების ციკლში, რომელიც სხვადასხვა სკოლებში ტარდება. ამჯერად, სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რსიტეტს ქ. თბილისის 45-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და ისტორიის პედაგოგი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებული ქალბატონი თამარ გელაშვილი ეწვივნენ.

პატარა სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ფოიე, სადაც საქართველოს რუკის კონტექსტში აფხაზეთი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული  თემებია  წარ­მო­დ­გენილი. მოინახულეს  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ინფრაქტუქტურა: ინტერა­ქ­ტი­ული დაფებით აღჭურვილი აუდიტორიები, წიგნადი ფონდი, ფერწერის აუდიტორია, ბავშვთა უფლებების ცენტრი და სხვა.

სტუმრებს მეგზურობას უწევდა სსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარ­ტა­მე­ნტის უფროსი, ასოც. პროფ. ლია ახალაძე, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ანა ახალაია და ამავე ფაკულტეტის სტუდენტთა რეესტრის წარმოების მთა­ვა­რი სპე­ცი­ალისტი ნუნუ თოლორდავა.  პროფ. ლია ახალაძემ მოსწავლეებს ორი პრეზენტაცია წარუდ­გი­ნა, რომლითაც გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაა­რ­სე­ბისა და გან­ვი­თარების მოკლე ისტორია,  ახლანდელი სტრუქტურა, ფა­კუ­ლ­ტე­ტები, საბაკალავრო, სამა­გი­ს­ტრო და სადოქტორო პრო­გ­რა­მები, სა­მე­ც­ნიერო საქმიანობა და საერთაშორისო კონტაქტები. ბუნე­ბ­რი­ვია, მოსწავლეთა და მშობელთა ინტერესი გამოიწვია უნივერსიტეტის საბაკა­ლა­ვრო პროგრამებმა, პროგრამის დას­რუ­ლების შემდეგ დასაქმების და სწავლის გაგრძელების შესაძ­ლე­ბ­ლობებმა,  სამეცნიერო და საერთაშორისო მობილობის საკითხებმა.

მეორე პრეზენტაციაში მოკლედ იქნა გან­ხი­ლუ­ლი აფხაზეთის ომის ამბები, აფხაზეთის მატერიალური კულტურის ძეგლები, საერო და საეკლესიო არქიტექტურა,  წერილობითი კულ­ტუ­რის ძეგლები: ხელნაწერები, წარწერები, მონეტები და ა. შ. ახალგაზრდების განსაკუ­თ­რე­ბული ინტერესი გა­მოიწვია წერილობითი კულტურის ძეგლებმა ქართულმა ხელნაწერებმა და წარ­წე­რებმა, რომლებზეც საქართველოს მეფეთა, ადგილობრივ ერისთავთა, უმაღლეს საეკ­ლე­სიო პირთა, მშენებელთა და უბრალო მლოცველთა ისტორიები იკითხება.

შეხვედრის დასარულს ისტორიის პედაგოგმა, ქალბატონმა თამარ გელაშვილმა მად­ლო­ბა გადაუხადა მშობლიურ უნივერსიტეტს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის.   ემოციური იყო პატარების დამშვიდობებაც უნივერსიტეტთან: „არ გემშვიდობებით, ჩვენ აუცი­ლე­ბ­ლად ერთად დავბრუნდებით სოხუმში“.

 

ნელი არახამია

სამეცნიერო კვლევებისა და

განვითარების დეპარტამეტი

Photo gallery